19/11/2024
23:15
პოლიტიკა
როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში , - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ აქციაზე შეკრებილ ადამიანებს.
გვარამიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გავრცელებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა და თსუ-ს ადმინისტრაცია გააკრიტიკა.
გვარამიას თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, “მარბიელი რაზმების შენობაში შეშვების გამო, უნდა გადადგეს”.
როგორც დავიბრუნეთ ჩვენ პირვანდელი თავშესაყარი, ისე დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს და წავალთ ერთად ევროპაში. როგორც მოვედით აქ, ისე მივალთ ევროპაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასრულებს ისტორიულ ფუნქციას. ის განცხადებებს აკეთებს და გადაწყვეტილებები გამოაქვს ორი რესპუბლიკის სახელით, პირველი - 1918-1921 წლის რესპუბლიკის, როდესაც მის წინაპრებს რუსებმა წაართვეს დამოუკიდებელი სამშობლო და მეორე - ახალი ქართული რესპუბლიკის, როდესაც უკვე მას და ჩვენც რუსები გვართმევენ ჩვენს დამოუკიდებელ სამშობლოს. დიდი მადლობა მას მისი განცხადებისთვის, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება, ხელახალი არჩევნები, მეტი გამოსავალი არ არსებობს და ვერც იარსებებს!
ლექტორები, რომლებიც ამ სიტუაციას მდუმარებით ხვდებიან, სტუდენტები, რომლებიც ამას პროტესტის გარეშე ხვდებიან, თსუ-ს ისტორიაში პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავშესაფარი მისცა იმ მარბიელ რაზმს, რომელმაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ხალხთან ერთად მისივე სტუდენტები დაარბია. სირცხვილი, თავის მოჭრა, გადადგომა თსუ-ს ხელმძღვანელობას”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024