
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, თორნიკე რაზმაძის მიერ ფონიჭალაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ხედავს ზღვარს გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის.
ანანიძის თქმით, უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერის მცდელობა და „სხვისი ზარალი ჩემი მოგებაას“ პრინციპი, ისევ ამ პროპაგანდის ავტორებს აზიანებს.
„საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის. უბედურ შემთხვევებზე ქულების დაწერის მცდელობა და პრინციპი: „სხვისი ზარალი ჩემი მოგებაა” ისევ ამ პროპაგანდის ავტორებს აზიანებს.“- წერს ცოტნე ანანიძე.
ოპოზიციის პროპაგანდისტი თორნიკე რაზმაძე ფეისბუქ-პოსტში ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს და აცხადებს, რომ პოლიტიკაზე ხმის არ ამოღების შემთხვევაში პრობლემები მაინც შეეხება ადამიანების ოჯახებს.
0
0