
ცნობილია, რა გახდა ჯინ ჰეკმანის და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. პოლიციის განცხადებით, ორივე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ჯინ ჰეკმანის ცოლი გარდაიცვალა მღრღნელებში ნაპოვნი ვირუსით - ჰანტავირუსის ფილტვის სინდრომით, ხოლო ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ძალიან ცუდად იყო, შვიდი დღის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია ჯინ ჰეკმანს „ალცჰაიმერის მოწინავე მდგომარეობა ჰქონდა“. მისი გარდაცვალების მიზეზად დასახელდა „ჰიპერტენზიული და ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება ალცჰაიმერის დაავადებით, როგორც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი".
„შემიძლია გითხრათ, რომ ის იყო ალცჰაიმერის მოწინავე მდგომარეობაში და სავსებით შესაძლებელია, რომ არ იცოდა, რომ მისი ცოლი მათ სახლში გარდაცვლილი იყო",- განაცხადა ექსპერტმა გაკვეთის შემდეგ.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ჰანტავირუსები ვრცელდება მღრღნელების მიერ, ძირითადად ნარჩენების, შარდისა და ნერწყვის საშუალებით და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება და სიკვდილი. ვირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომი და ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით.
ვირუსის სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ტკივილს და ხველას. ზოგჯერ შეიძლება მოიცავდეს ღებინებას და დიარეას, რომელიც გადადის ქოშინში და გულის და ფილტვის უკმარისობაში.
ცნობისთვის, ამერიკელი, ოსკაროსანი მსახიობი ჯინ ჰეკმანი და მისი მეუღლე ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში, გარდაცვლილი 27 თებერვალს იპოვეს. გარდაცვლილი იყო მათი ძაღლიც.
0
0