
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ეროვნული ბანკი და რუსული სააქციო საზოგადოება „გოზნაკი“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ისტორიაში პირველი ეროვნული ბანკნოტის შექმნაზე, ასევე სამახსოვრო და ტურისტული მონეტების გამოშვებაზე შეთანხმდნენ.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფინანსური უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია "ეროვნული ბანკის" თავმჯდომარე სოსლან ბეკოევს, სს „გოზნაკის“ გენერალურ დირექტორს არკადი ტრაჩუკსა და საერთაშორისო საქმიანობისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში მისი მოადგილის ანდრეი კურიატნიკოვს შორის შეხვედრის დროს.
2013 წელს სამხრეთ ე.წ. ოსეთში შემოიღეს ვალუტა „ზარინი“, რომელიც მხოლოდ სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტების სახით გამოიცა. ოკუპირებულ აფხაზეთს ასევე აქვს საკუთარი ვალუტა - აფსარი. თუმცა, ის ყოველდღიურ ტრანზაქციებში არ გამოიყენება და მხოლოდ სამახსოვრო და კოლექციონირების მიზნით გამოიცემა. ორივე ოკუპირებულ რეგიონში მიმოქცევაში რუსული რუბლი გამოიყენება.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025