
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გაფუჭება წინა ადმინისტრაციის ხელით მოხდა.
მისი თქმით, ურთიერთობის გამოსწორება სრულად არის აშშ-ის ხელში.
პარლამენტის თავმჯდომარემ „მეგობრობის აქტის“ შესახებაც ისაუბრა.
„საქართველოს და აშშ-ის პოლიტიკური წონის და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში, ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად, ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად, ეს სრულად არის აშშ-ის ხელში. სამწუხაროდ, ურთიერთობის გაფუჭება მოხდა წინა ადმინისტრაციის ხელით და ამის გამოსწორებაც თავად აშშ-ს შეუძლია. ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია ზემოქმედება იმაზე, თუ რა ხდება აშშ-ის ხელში.
მნიშვნელოვანია, დიპლომატიური მისია სრულად ფუნქციონირებდეს, ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი ამოცანა მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რაც შეიძლება მალე იყოს ელჩები დანიშნული არამხოლოდ არამარტო აშშ-ში. ექსპრეზიდენტი არ აწერდა ხელს ელჩების დანიშვნას და ბევრ ქვეყანაში წლებია არ გვყავდა ელჩი.
ამ აქტის [„მეგობრობის აქტი“] სახელწოდების შერჩევას რაც შეეხება, ცალკე ცინიზმია ქართველ ხალხზე თავდასხმის აქტს დაარქვა „მეგობრობის აქტი“, თუკი რამე უნდა ერქვას ამ აქტს ეს არის - „უმადური აქტი“.
ჩვენი წონიდან, ზომიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, თუკი შეხედავს აშშ ვინ იყო მისი პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველო გამორჩეულად ერთგული პარტნიორი იყო აშშ-ისთვის“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.
0
0