
ამ საგანგებო დროს ჩვენ განსაკუთრებული ზომები გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. ეს არის წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა.
„ევროპის წინაშეა ცხადი საფრთხე და ამიტომ ევროპას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ისევე როგორც უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რომ დაიცვას თავი, მხარი დავუჭიროთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ძალის საშუალებით და ეს არის მიზეზი, რატომაც დღეს ევროპის ლიდერებს ახლიდან წარვუდგენ შეიარაღების გეგმას. ეს გეგმა უზრუნველყოფს 800 მილიარდი ევროს ინვესტიციას თავდაცვის სფეროში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს ფისკალურ სივრცეს, რომ განახორციელონ ინვესტიცია თავდაცვაში. ეს აძლევს წევრ ქვეყნებს შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ან შეისყიდონ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც გაიგზავნება უკრაინაში. ასე რომ, ეს არის ევროპის გადაიარაღების სარგებელი, ეს არის ევროკავშირის შეიარაღება და ასევე უკრაინის შეიარაღება მისი სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის არსებით ბრძოლაში. დღეს მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
0
0