
პროფესორი მარინე ჩიტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერში მიწვევას სთხოვს.
ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლიჯა და სინამდვილეში, მსგავს შედეგს 4 ოქტომბრის აქციისგან, სწორედ “ქართული ოცნება” ელოდა.
მარინა ჩიტაშვილი წერს, რომ ევროინტეგრაცია სწორედ იმიტომ უნდა, რომ მსგავსი ბრალდებების შემთხვევაში სასამართლოში იჩივლოს და მოიგოს “სხვისი სახელის გამოყენებისა და აზრის შეგნებულად დამახინჯებისათვის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე”.
“წარმოდგენა არ მქონდა თუ მე ვიყავი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტი. საოცარი სიურპრიზია პარლამენტის თავმჯდომარისგან. ისე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება თქვენი ძლიერი მხარეა თუ თქვენი აპარატის თუ პარტიის მრჩევლების. ეს მაინტერესებს მხოლოდ. არცერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან ოღონდ ეს შედეგი გინდოდათ თქვენ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისათვის. პირველი არხი, ვითხოვ ეთერს”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
0
1