28/09/2022
13:20
პოლიტიკა
ტროტუარები რომ არაა ქალაქში, მანდ რა ვქნათ ფეხით მოსიარულებმა კახი, ფეხები დავიჭრათ თუ სახლში დავტოვოთ? – ასე მიმართავს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.
“1. პირიქითაა ეგ ამბავი კახი, პირიქით! ჯერ უნდა გააკეთო კომფორტული საზ. ტრანსპორტი და მერე გაუჩნდება ადამიანებს სურვილი იმგზავრონ ამ ტრანსპორტით და დააყენონ მანქანა სახლში და არა უკუღმა, რომ ჯერ ადამიანები დაიტანჯონ და მერე შენ როდესმე რამეს გააუმჯობესებ.
2. კახი, 500 დოლარიანი და 50 000 დოლარიანი მანქანა ერთნაირად დგას საცობში
3. 500 დოლარად მანქანა სად იყიდება, გაიკითხე სადმე მაინც
P.S. ტროტუარები რომ არაა ქალაქში, მანდ რა ვქნათ ფეხით მოსიარულებმა, კახი, ფეხები დავიჭრათ თუ სახლში დავტოვოთ?” – წერს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, დღეს კახა კალაძემ განაცხადა: “ადამიანმა 500-დოლარიანი, 700-დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება მოახერხოს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს. და გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენ ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი. ზუსტად ამის გამო კეთდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს პრობლემას, არავინ არ გაურბის, არავინ არ უარყოფს იმას, რომ არის დისკომფორტი, დიახ, სამწუხაროდ არის დისკომფორტი, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი, ორი მნიშვნელოვანი გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი გადათხრილია და მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი სამუშოები. […] ცხადია არის დისკომფორტი, მაგრამ მეგობრებო, მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე სამუშაოები იქნება დასრულებული და ეს პრობლემა რაც გვაქვს დღეს გადაადგილების თვალსაზრისით, იქნება მოხსნილი.”
0
0