12/11/2022
11:20
პოლიტიკა
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე პირველი ეროვნული სიმულაციური ტრენინგის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული სიმულაციური ტრენინგი მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულზე მომუშავე 40-მდე გამომძიებლის, პროკურორის, შრომის ინსპექტორის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და მსხვერპლებთან მომუშავე პერსონალის პრაქტიკული უნარ-ჩვევებების ამაღლებას უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გზით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დანაშაულის დროულ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას და მსხვერპლთა საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ეროვნულ დონეზე სიმულაციური ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული კი მიუთითებს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.
ეროვნული სიმულაციური ტრენინგი 7 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
0
0