
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ვადის გაგრძელების „შესაძლებლობას“ ხედავს.
მისი განცხადებით, შესაძლებელია გაგრძელდეს ვლადიმერ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის სამდღიანი შეწყვეტის შეთანხმება.
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის „მადლიერია“ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისთვის, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა მას ვაშინგტონის წინადადება გააცნო რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის 30-დღიანი უპირობო შეწყვეტის შესახებ.
„უკრაინა მხარს უჭერს ამ წინადადებას, რომელიც ამერიკამ წამოაყენა. გავლენიანი ევროპული ქვეყნებიც ამას ცალსახად ეთანხმებიან. ასე რომ, ბურთი მხოლოდ მოსკოვის მოედანზეა, რათა ჩაერთოს უკრაინაში მუდმივი მშვიდობის დამყარების შესახებ მოლაპარაკებებში. ეს კიდევ ერთი სატესტო შემთხვევაა იმისა, თუ რამდენად სერიოზულად განიხილავს რუსეთის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევას,’’ - თქვა მერცმა.
0
0