03/01/2025
12:54
მსოფლიო
კიევში თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაიჭრა. თავდაცვის სისტემამ დრონები ჩამოაგდო.
ნამსხვრევებმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ხანძარი გაჩნდა გოლო-სეევსკის რაიონში. ხანძარი იყო სუმშიც, საოკუპაციო რეჟიმმა ოლქს დრონებით დაარტყა. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ მოქალაქეები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრამპს შეუძლია, ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
"ტრამპი, შეიძლება, გახდეს გადამწყვეტი. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი თვისებებია მნიშვნელოვანი. მას შეუძლია, შეაჩეროს პუტინი. უფრო სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ჩვენ პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება. მჯერა, რომ ის არის ძლიერი და არაპროგნოზირებადი. მინდა, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს. ვფიქრობ, მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, ეს სიმართლეა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0