
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა.
მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ამით უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებისადმი თავისი პრაგმატული დამოკიდებულება დაადასტურა.
"აქ, ვაშინგტონში, შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი არსებობდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი მთავარი მომლაპარაკებელი და გარიგებების ოსტატია. მან ზელენსკის თავისი ადგილი მიუჩინა და უთხრა, რომ ამერიკელები პრაგმატულად განიხილავენ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას. ჯერჯერობით, არ მიგვიღია ინფორმაცია ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებებზე რუსეთის რეაქციის შესახებ. თუმცა, ფაქტია, რომ თავად პრეზიდენტი ტრამპი აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში", - თქვა ლივიტმა Fox News-თან ინტერვიუში.
0
0