
თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი დონალდ ტრამპი თაღლითობის საქმის განხილვისთვის ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ხელმეორედ მივიდა.
როგორც ამერიკული მედია წერს, საქმის პროკურორმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, მისი ორი ვაჟი და სხვა პირები საბანკო სესხებისა და დაზღვევის პირობების უზრუნველსაყოფად, აქტივების ღირებულების ზრდაში დაადანაშაულა.
„სიენენი“ იტყობინება, რომ ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის გუნდმა უკვე დაასრულა აღნიშნულ საქმეზე პირველი მოწმის დონალდ ბედნერის დაკითხვა.
მოწმემ თქვა, რომ 2019 წლის შემდეგ მას არანაირი საუბარი არ ჰქონია ექსპრეზიდენტ ტრამპთან.
ამერიკული მედია წერს, რომ ტრამპი განაგრძობს „თავდასხმებს“ საქმის პროკურორ ლეტიცია ჯეიმსსა და მოსამართლე არტურ ენგორონზე.
„ის თაღლითია. ეს საქმე უნდა დაიხუროს“, - თქვა ტრამპმა ჯეიმსზე.
ამასთან, მოსამართლის თქმით, სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.
0
0