
გაფრთხილებთ, რომ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „კლანი“ და შეურაცხმყოფელ ეპითეტები, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, სასამართლო არ მიიღებს - გაფრთხილების შემდეგ, მომიწევს, რომ დაგატოვებინოთ დარბაზი! - ამ გაფრთხილებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძეს მიმართა.
პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის აცილება მოითხოვა. შესაბამისი დასაბუთება ანა წითლიძემ წარადგინა, რა დროსაც მან სიტყვა „კლანი“ რამდენჯერმე ახსენა. წითლიძემ სასამართლო „კლანის“ მოსამართლედ მოიხსენია თავად რევაზ ნადარაია.
„როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე სასამართლო კლანს წარმოადგენთ. შესაბამისად, თქვენ ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი ვერ იქნებით“, - მიმართა მას ანა წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
0
0