
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა მისი პორტრეტის გამო, რომელიც ადგილობრივ კაპიტოლიუმში განთავსდა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი იმიჯი "სერიოზულად დამახინჯდა".
"პორტრეტი მიზანმიმართულად არის დამახინჯებული. არასდროს მინახავს მსგავსი რამ. მხატვარმა ასევე პრეზიდენტი ობამა დახატა და ის მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ჩემი პორტრეტი ყველაზე ცუდია", - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპმა კედლიდან ნახატის ჩამოხსნა მოითხოვა და მისი ავტორი სარა ბორდმანი გააკრიტიკა.
"მან ასაკთან ერთად აშკარად ნიჭიც დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, მე მირჩევნია, რომ საერთოდ არ მქონდეს ეს პორტრეტი“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, ტრამპმა კოლორადოს გუბერნატორს ჯარედ პოლისს "მემარცხენე რადიკალი" უწოდა და მას "დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უკიდურესი სისუსტის გამო უსაყვედურა".
მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ვიტკოფმა განაცხადა, რომ მან ტრამპს ვლადიმერ პუტინისგან საჩუქარი ჩაუტანა - აშშ-ის პრეზიდენტის ულამაზესი პორტრეტი, რომელიც ცნობილმა რუსმა მხატვარმა დახატა.
0
0