09/06/2023
22:53
მსოფლიო
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მეტ გეტცმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალის წაყენება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სერიოზული ჩარევაა.
„ეს არის ის, რაც ასახავს არჩევნებში ყველაზე სერიოზულ ჩარევას ფედერალური მთავრობის მხრიდან, რაც ჩვენ ოდესმე გვინახავს“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.
„ჯო ბაიდენს საიდუმლო დოკუმენტები ჰქონდა 1974 წლიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სისტემა თითქმის ყველგან იყო დარღვეული: ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი, მაიკ პენსი“, - განაცხადა მეტ გეტცმა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.
ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
0
0