09/06/2023
22:34
მსოფლიო
CNN-ის ცნობით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისების საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ვრცელდება ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმი, რომელშიც ტრამპის ბრალდებების სრული ჩამონათვალია მოცემული.
ოქმის თანახმად, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ მითვისებას ეხება.
საქმე ეხება FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ასობით საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენას. 2022 წელს ტრამპის თანაშემწეებმა მთავრობას 222 კლასიფიცირებული დოკუმენტი გადასცეს. თუმცა, ტრამპის ფლორიდაში მდებარე რეზიდენციის ჩხრეკის დროს, FBI-მ დამატებით 103 საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის, 18 "სრულად საიდუმლოდ" კლასიფიცირებული დოკუმენტი.
მანამდე ტრამპის ადვოკატზე, დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია,რომ ყოფილ პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი 7 მუხლით წაუყენონ. ჯიმ თრასის თქმით, ტრამპისთვის ბრალი შესაძლოა ჯაშუშობის მუხლითა და გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და ყალბი ჩვენებების მიცემისთვის წარედგინათ.
ტრამპი აღნიშნულს სოციალურ მედია "Truth Social"-ში გამოეხმაურა.
"მე უდანაშაულო ვარ!". – წერდა ტრამპი.
ყოფილი პრეზიდენტი მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს გამოცხადდება
აქამდე, 9 მაისს, ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.
ამ სამოქალაქო საქმის გამო ტრამპს დაკავება არ ემუქრება, კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ [დაუზუსტებელი რაოდენობის] ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა.
ცხრა წევრისგან შემდგარმა მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
0
0