
როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Politico-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადა, ოჰაიოს სენატორის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად არჩევა "კატასტროფაა" უკრაინისთვის და შემდგომში - ევროკავშირისთვის.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აირჩია.
„ვენსი დონალდ ტრამპის პოპულისტური აზროვნების მომხრეა და, შესაძლოა ერთ დღესაც, მისი პოტენციური შემცვლელიც გახდეს. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ჯეიმს დევიდ ვენსის, როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე იზოლაციონისტი წევრის, კანდიდატურას ევროპისთვის შემაშფოთებელ ნაბიჯად მიიჩნევს,“ - წერს Politico.
ვენსი აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერას აპროტესტებდა და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უსაფრთხოების შესახებ დიდხანს გაჭიანურებული კანონპროექტის გაუქმების მცდელობაში, რომელიც მოიცავდა კიევისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას. ვენსის განცხადებით, აშშ-მა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს აღმოსავლეთ აზიაზე, რაც, მისი თქმით, „მომდევნო 40 წლის განმავლობაში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მომავალი იქნება“.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026