დონალდ ტრამპის მიერ სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევამ გააძლიერა ეჭვები უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ჯეიმს დევიდ ვენსი კონგრესში უკრაინისათვის დახმარების გაწევის ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული ოპონენტი იყო.
ვენსი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომში უაზროდ ძვირი ჯდება, ხოლო უკრაინის რუსეთის შეჭრამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებას „ფანტასტიკური“ უწოდა.
ვენსი ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს შეტევითი მანევრები რუსეთთან ომში და დაიწყოს მოლაპარაკებები კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, რადგან დასავლეთი ვერასდროს შეძლებს იმდენი იარაღის წარმოებას, რომ უკრაინის გამარჯვება შესაძლებელი გახდეს.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026