
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სასამართლო დარბაზის დატოვების უფლება მიეცა გირაოს, გადაადგილებისა და სხვა ტიპის შეზღუდვის გარეშე.
მოსამართლე გუდმენის გადაწყვეტილებით, ტრამპს არ მიეცა მისი საქმის პოტენციურ მოწმეებთან კომუნიკაციის უფლება.
მედიის ცნობით, მოსამართლემ გირაოს პირობად გამგზავრების აკრძალვა არ დააწესა. „ბიბისის“ ინფორმაციით, პროკურორმა სასამართლოს განუცხადა, რომ არ არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან ტრამპის თვითმფრინავს ჯერ კიდევ იცავს საიდუმლო სამსახური.
ამასთან ერთად, როგორც მედია წერს, მოსამართლემ დონალდ ტრამპს საქმეში ბრალდებულებთან საქმის დეტალების განხილვა აუკრძალა.
დონალდ ტრამპის ყოფილ თანაშემწე უოლტ ნაუტა სასამართლოში 27 ივნისს უნდა გამოცხადდეს.
დღეს დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მისი ადგილობრივი ადვოკატის გარეშე ჩატარდა.
ცნობისთვის, დღეს გამართულ პროცესზე ტრამპმა თავი უდანაშაულოდ სცნო ბრალდების ყველა პუნქტში, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობას ეხება - თანამდებობის დატოვების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტების უკანონოდ შენახვას და ჩინოვნიკების მოტყუებას, რომლებიც აღნიშნული მასალების დაბრუნებას ცდილობდნენ.
სასამართლო სხდომა კამერებისა და პირდაპირი ტრანსლაციისთვის დახურული იყო.
0
0