13/06/2023
23:29
მსოფლიო
„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე მაიამის ფედერალური სასამართლოს დარბაზში იმყოფება. ის ფორმალურად დაკავებულია,“ - იუწყება CNN-ი.
ტრამპმა თავი უდანაშაულოდ სცნო ბრალდების ყველა პუნქტში, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობას ეხება - თანამდებობის დატოვების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტების უკანონოდ შენახვას და ჩინოვნიკების მოტყუებას, რომლებიც აღნიშნული მასალების დაბრუნებას ცდილობდნენ.
სასამართლო სხდომა კამერებისა და პირდაპირი ტრანსლაციისთვის დახურული იყო.
თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს.
ასევე, სასამართლოს წინაშე წარსდგა ტრამპის ყოფილი თანაშემწე უოლტ ნაუტა, რომელიც ამავე საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ბრალს არც უოლტ ნაუტა აღიარებს.
0
0