
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს ჩაინიშნა. მოსმენა ნიუ იორკში გაიმართება.
თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც მანჰეტენის სასამართლოში დღეს ბრალი 34 პუნქტით წარუდგინეს.
ტრამპი ბრალს არ აღიარებს და ფლორიდაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით წარსდგა.
მანჰეტენის ოლქის პროკურატურა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში სდებს ბრალს, რაც მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.
კერძოდ, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 2016 წლის არჩევნების წინ ტრამპის იურისტმა, მაიკლ კოენმა 130 000 დოლარი გადაუხადა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს, რათა ამ უკანასკნელს არ ესაუბრა მისი და ტრამპის წარსულ სექსუალურ ურთიერთობაზე. პროკურატურის მტკიცებით, ტრამპმა აღნიშნული თანხა კოენს დაუბრუნა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა, თუმცა პროკურორის თქმით, ეს ტყუილი იყო.
იურიდიული ექსპერტების თქმით, სასამართლო პროცესამდე, წელიწადზე მეტი დრო მაინც არის დარჩენილი. ბრალის წაყენება, ან თუნდაც ნასამართლეობა, ტრამპს ხელს ვერ შეუშლის, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.
0
0