
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების გეგმაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, სანქციების შესაძლო შემსუბუქება მათ შორის რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებსაც შეიძლება შეეხოს.
გასულ კვირას სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის მთავრობა განიხილავს შესაძლო მექანიზმებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად, თუ უკრაინაში ომი დასრულდება.
წყაროების ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ხაზინის დეპარტამენტს სთხოვა, შეისწავლოს ენერგეტიკული სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობები მოსალოდნელი მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც გაიმართება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.
აღნიშნულია, რომ ეს ძალისხმევა ვაშინგტონს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სანქციების სწრაფად შემსუბუქების საშუალებას მისცემს.
თუმცა, Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ აშშ სანქციებს მოხსნის რუსეთის მხრიდან დათმობების გარეშე.
0
0
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
10/03/2025