15/11/2024
21:08
მსოფლიო
ტრამპის გუნდის პირობებში ომი უფრო სწრაფად დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ გამოცემა „სუსპილნესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ იყოს შეგრძნება, რომ საუკეთესოები დავკარგეთ უსამართლობისთვის, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ არის. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკის პირობებში, რომელიც ახლა უხელმძღვანელებს თეთრ სახლს, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს მათი მიდგომაა, მათი პირობაა თავისი საზოგადოებისთვის, და მათთვის ეს ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრის დროს მათი პოზიციის საწინააღმდეგო ვერაფერი ვერ გაიგო.
კითხვაზე, დააყენა თუ არა ტრამპმა უკრაინის წინაშე რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების პირობა, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენ ამ ომის დროს - ჩვენმა ხალხმაც, და პირადად მეც მოლაპარაკებებში აშშ-სთან, ტრამპთან, ბაიდენთან, ევროპელ ლიდერებთან - დავამტკიცეთ, რომ ჩვენთან „დაჯექი და მოისმინე” რიტორიკა არ მუშაობს”.
0
0