
„დონალდ ტრამპი უნდა გაჩუმდეს, - თქვა აშშ-ის ყოფილმა ფედერალურმა და სახელმწიფო პროკურორმა ფრენკ ბოუმანმა.
როგორც ცნობილია, გუშინ, ნიუ-იორკის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემდეგ, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მოსამართლე ხუან მერჩანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი მეუღლისა და ოჯახის მოძულე“ უწოდა. ამის შემდეგ ტრამპი გააკრიტიკეს.
როგორც ფრენკ ბოუმანმა თქვა, ის „ვერასდროს წარმოიდგენდა“, თუკი ოდესმე ტრამპს რჩევას მისცემდა, რომ „წინდახედული“ ყოფილიყო.
”მე რომ მისი სისხლის სამართლის ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გაჩუმებულიყო და წინდახედულად მოქცეულიყო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ის რჩევაა, რომელსაც ტრამპი ოდესმე გაითვალისწინებს,” - აღნიშნა ბოუმანმა.
ბოუმანმა დასძინა, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, ამ საქმეს განიხილავს, როგორც "ინციდენტების გრძელ სერიას მის საზოგადოებრივ ცხოვრებაში", რადგან ის კვლავ აგრძელებს პოლიტიკურ კამპანიას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
”ტრამპის რეაქცია უბრალოდ განრისხებული კაცის ღრიალს, ფურთხებასა და თავდასხმას ჰგავს; არ მგონია, რომ არსებობდეს ისეთი დამცველი, რომელიც შეძლებს მის ჩაჩუმებას”, - განაცხადა ბოუმანმა.
0
0