18/10/2025
10:54

შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან საინტერესო და გულთბილი იყო, მაგრამ მე მას ვუთხარი, ისევე, როგორც მტკიცედ ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა შეწყდეს მკვლელობა და დაიდოს შეთანხმება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“საკმარისი სისხლი დაიღვარა, სადაც საკუთრების საზღვრები ომითა და გამბედაობით განისაზღვრა. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივემ გამოაცხადოს გამარჯვება, დაე, ისტორიამ გადაწყვიტოს! აღარანაირი სროლა, აღარანაირი სიკვდილი, აღარანაირი უზარმაზარი თანხების ხარჯვა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის პირობებში. ათასობით ადამიანი იხოცება ყოველ კვირას - საკმარისია! დაბრუნდით თქვენს ოჯახებში მშვიდობით!”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0
0