
რამდენჯერმე მქონდა საუბარი ზელენსკისთან და ვუთხარი: "ძალიან მნიშვნელოვანია, გაარკვიო, როგორ აღადგენ ურთიერთობებს ამერიკელებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტთან - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის თანამშრომლობა გადამწყვეტია.
"ვფიქრობ, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო. ამ თემაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი ზელენსკისთან და ვუთხარი: "ძალიან მნიშვნელოვანია, გაარკვიო, როგორ აღადგენ ურთიერთობებს ამერიკელებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის პრეზიდენტთან. ჩვენ ხომ ერთად უნდა წავიწიოთ წინ, არა?" უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის თანამშრომლობა უდავოდ გადამწყვეტია.
ზელენსკის ვურჩიე: "გაიხსენე, რა გააკეთა ტრამპმა წარსულში." მაგალითად, 2019 წელს მან უკრაინას ჯაველინის ტიპის იარაღი მიაწოდა. 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთთან დაპირისპირება დაიწყო, უკრაინას ამერიკის გარეშე არანაირი შანსი არ ექნებოდა, რადგან ევროპამ იმ მომენტში არაფერი შესთავაზა. ყველაფერი, რაც მაშინ მიიღეს, ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკიდან იყო.
ამიტომ ზელენსკიმ უნდა აღიაროს ტრამპის დამსახურებაც. ეს მნიშვნელოვანია. მათ ერთად უნდა იპოვონ გამოსავალი. ცოტა ხნის წინ, დიდხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს ტელეფონით. ასევე ხშირად მაქვს კონტაქტი აშშ-ის მთავრობასთან ნატოს საკითხზე. ისინი სრულ ერთგულებას ავლენენ — განსაკუთრებით მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ერთზე თავდასხმა ყველასთვის თავდასხმაა. თუმცა, მათაც აქვთ ამ ყველაფერზე საკუთარი აზრი, რომელიც ასე გამოიყურება: "ევროპელებო, თქვენ იმაზე ნაკლებს იხდით, ვიდრე საჭიროა. გაზარდეთ თქვენი წვლილი, რადგან საფრთხეები იზრდება. ვთვლით, რომ ევროპამ მეტი უნდა გაიღოს."
ტრამპი ცდილობს, უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს. მან გადადგა ნაბიჯი რუსეთთან დაახლოებისკენ, რაც, ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა — ეს ხომ ადრე თუ გვიან, უნდა მომხდარიყო. ახლა მთავარია, ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი წარმატებული იყოს.
ლონდონში ვიქნებით. იქ იქნება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხუფი და სხვა ევროპელი ლიდერები, რათა განვიხილოთ ეს საკითხები. რა შეუძლია ევროპას, როდესაც შეთანხმება მიიღწევა? როგორ დავრწმუნდეთ, რომ ეს შეთანხმება გრძელვადიანი იქნება და რუსეთი მსგავს ნაბიჯს აღარ გადადგამს? ევროპას ეს შეუძლია. ამერიკა კი ახლა ნამდვილად იჩენს ლიდერობას", - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025