16/01/2025
13:45
მსოფლიო
როგორც ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა დევიდ მენსერმა Sky News-ს განუცხადა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ,,მნიშვნელოვნად ჩაერია’’.
,,ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმებას დღეს შუადღისას უყრის კენჭს. ეს გარღვევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ,,ჰამასი’’ ბეწვის ხიდზე გადის, ხოლო ისრაელი, სამხედრო და დიპლომატიური, თვალსაზრისით ძლიერია. აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, რა თქმა უნდა, ამ მოვლენებში მნიშვნელოვნად ჩაერია - ჩვენ მადლობას ვუხდით ბაიდენის ადმინისტრაციასაც, [და] ორივე ადმინისტრაციის ერთგულება ამ რეგიონში სამომავლო მშვიდობის უზრუნველყოფისადმი გადამწყვეტია.
,,ჰამასი’’ ბეწვის ხიდზე გადის, და საერთაშორისო ზეწოლამ, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა პოზიციამ, პირობები შექმნა ამ შეთანხმებისთვის, რომელიც ისრაელის სიძლიერისა და მორალური სიცხადის დემონსტრირებაა. „ჰამასის’’ დღეები დათვლილია - ღაზა გათავისუფლდება მისი ტერორისგან და ისრაელი კვლავ დაიცავს თავის მოქალაქეებს“, - თქვა დევიდ მენსერმა.
0
0