
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თეთრ სახლში ზელენსკის ვიზიტზე ისაუბრა.
როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხდა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიპლომატიური ტონისა და თავაზიანობის შენარჩუნებას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მიმართვაში „კრიტიკული კომენტარები“ იგრძნობოდა.
"პირველი 25-30 წუთის განმავლობაში, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა... შეენარჩუნებინა დიპლომატიური ტონი და თავაზიანობა ზელენსკის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც ზელენსკიმ მისი მისამართით კრიტიკული და დაუსაბუთებელი კომენტარები გააკეთა. პრეზიდენტი უბრალოდ ცდილობდა დიპლომატიური ყოფილიყო", - თქვა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
ვენსმა დასძინა, რომ მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინის დელეგაციამ ერთხელ მაინც სცადა ტრამპთან საუბრის გაგრძელება, თუმცა მათ „უპატივცემლობის“ გამო უარი მიიღეს.
0
0