
ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სააკაშვილის დღევანდელ პროცესსა და „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის გამოკითხვას გამეხმაურა. ადვოკატი მხარდაჭერას უცხადებს ნინო ნადირაძეს და წერს, რომ მან მწარე რეალობა და სიმართლე გაშიფრა.
„მწარე რეალობა და სიმართლე გაშიფრა დღეს ნინო ნადირაძემ, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ტრაგიკული სცენარის სურათის დამდგმელები და ხელშემწყობები განზრახულად მოქმედებენ?
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს, ნებისმიერი პირი ვალდებულია ისაუბროს მხოლოდ სიმართლე და ამომწურავად გასცეს მხარეების, ზოგჯერ მოსამართლის კითხვებს პასუხი. ცრუ ჩვენების მიცემა კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. რა არის აქ გასაკიცხი ან გაუგებარი? კითხვაზე პასუხის გაცემა? აღნიშნული მოწმის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა.
რაც შეეხება თავად ინფორმაციის სინამდვილეს, მარტივად გადამოწმებადია კამერების 24 საათიანი ზედამხედველობის პირობებში, სტუმრების სახელობითი სიის არსებობის და მათ შორის, შეგზავნილი ამანათების, პაციენტის მიერ მიღებული რაციონის სამედიცინო ისტორიაში დაფიქსირებული ინფორმაციის გამოთხოვის გზით, ასე, რომ სამწუხაროდ რაც ნინომ დღეს ისაუბრა ძალიან არასასიამოვნოა ყოფილი პრეზიდენტის ავადობის და მდგომარეობის გაუარესების მოხარული - ხელშემწყობი ავაზაკებისთვის. ყოველთვის მწარეა სიმართლე და შემდეგ თავდასხმა მაგარი იციან ხოლმე, თუმცა აშკარაა, რომ ნინოსთვის ეს ზეწოლა არაფერს ნიშნავს. Nino Nadiradze მადლობა ინფორმაციისთვის და უშიშრად სიმართლის თქმისთვის, გამძლეობა და კიდევ მეტი ძალა შენ“, - წერს კუბლაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე დაიკითხა.
0
0