
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"უზრდელი ხართ! თქვენ ხართ უზრდელი პრემიერ მინისტრი - თქვენს მოსმენას აღარ ვაპირებ!" - მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზიდან და სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა.
ამ წუთებში ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ იმ ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს არ უპასუხებს, რომლებმაც დარბაზი დატოვეს.
ღარიბაშვილმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო:
"ახლა შემატყობინეს, რომ დარბაზში ოპოზიცია აღარ იმყოფება. ოპოზიცია, როგორც ჩანს ”ქურქუმალ ვაითის" დასახმარებლად გაიქცა. სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. ", - თქვა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დაწყებისას.
შეგახსენებთ: პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.
0
0