
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა განახლდა. მთავრობის მეთაური დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ღარიბაშვილმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო:
"ახლა შემატყობინეს, რომ დარბაზში ოპოზიცია აღარ იმყოფება. ოპოზიცია, როგორც ჩანს ”ქურქუმალ ვაითის" დასახმარებლად გაიქცა. სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. ", - თქვა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დაწყებისას.
როგორც ცნობილია, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.
ცნობისთვის, ხმაური იყო კასპში, “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის სახლთან, სადაც პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მანქანას სამგლოვიარო გვირგვინი დაადეს.
შეგახსენებთ, რომ კასპში, 26 მაისის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო ზაქარაშვილის სახლში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
0
0