20/03/2023
14:27
პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით, პარლამენტს ტოვებენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები - ვლადიმერ ჩაჩიბაია და დავით სერგეენკო.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებებია. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კოვზანაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადაეცა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ირაკლი კოვზანაძის მიერ მანდატის დატოვება უკავშირდებოდა მის სურვილს, დაბრუნებოდა საკუთარ პროფესიას.
"რაც შეეხება ბატონ ირაკლის, ის ამაზე თავადაც ისაუბრებს, ეს არ უკავშირდება ამ საკითხს ზოგადად. მას დიდი ხანია, ჰქონდა სურვილი, თავის პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც, იცით, რომ საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა, ამიტომ ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას და სწორედ ეს სურვილი იყო განმაპირობებელი. კიდევ ერთხელ – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება ეს გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0