12/06/2023
12:57
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამსს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ნიუ-იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
"მქონდა პატივი შევხვედროდი ნიუ იორკის მერს, ბატონ ერიქ ადამსს. ჩვენ განვიხილეთ ის დიდი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ასევე, მერი დაინტერესდა ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებით, რომლებიც ამაყად წარმოადგენენ ჩვენს სამშობლოს როგორც ნიუ იორკ სითიში, ასევე ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.
განვიხილეთ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ერთობლივი პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პირდაპირი ინვესტიციები აშშ-დან," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
0
0