06/01/2022
14:53
კონფლიქტები
,,ტოკაევი პროფესიონალი დიპლომატია, გასაკვირია და წამგებიანია, რომ მან უცხო ქვეყნის ჯარი შემოიყვანა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. აჯანყებულების ძირითადი პოლიტიკური მოთხოვნა, რომ ბერიკაცი უნდა წასულიყო, ბერიკაცი წავიდა. ტოკაევმა შეცვალა საკვანძო ფიგურები, უშიშროების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრთა საბჭო და თავმჯდომარე, რომელიც ნაზარბაევის კაცი იყო. ყაზახეთი მდიდარი ქვეყანაა, ამიტომ ტოკაევს შეუძლია აჯანყებულების ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, ერთი შავი ლაქა რაც არის, არის ის, რომ მან უცხო ქვეყნის ჯარი შემოიყვანა. მის ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგულირდეს სიტუაცია.'' - განაცხადა სოსო ცინცაძემ
მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამას რუსეთზე ექნება გავლენა
,,დღეს უკვე მოვიდა ცნობები, რომ თითქოს უკვე ასე თუ ისე რეგულირდება სიტუაცია და ალბათ თვითონ დიპლომატი ტოკაევი უფრო დიპლომატიურ გზას აირჩებს მოლაპარაკებებით. როდესაც მთავრობას აქვს ფული და პროტესტანტები სოციალურ-ეკონომუკურ მოთხოვნებს აყენებენ აქ უკვე ძალზედ ფართო სპექტრი იქმნება შეთანხმებისთვის. ეს შეთანხმება მოხდება, მაგრამ ამას გავლენა ექნება რუსეთზე. დღეს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებმა დაამტკიცა, რომ ხელისუფლების ტრანზიტი შეუძლებელია, ამიტომ რუსეთშიც პუტინი არსად არ წავა, არსად არ წავა ასევე ლუკაშენკოც და ისინი სიკვდილამდე ჩაბღაუჭებულები იქნებიან თავიანთ თანამდებობებს, ხოლო რა დასკვნებს გააკეთებენ ეგ უკვე სხვა არის. გარდა ამისა, ყაზახეთში რომ ხელისუფლება შეცვლილიყო და რუსეთისადმი უფრო მეტად ლოიალური ხელისუფლება მოსულიყო, მაშინ დასაშვები იყო. რუსი ექსპერტებიც დაუშვებდნენ ისეთ სიტუაციას, სადაც შეიძლება პუტინს უკრაინის ავანტიურა გადაედო და მიეხედა ჩრდილოეთ ყაზახეთისათვის, როგორც რუსეთში უწოდებენ სამხრეთ ციმბირისათვის, და ამ რეგიონების რუსეთთან მიერთებაზე ეფიქრა.კრემლში დღეს გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთი აქცია, პატარა მცირე სისხლიანი ომია საჭირო პუტინის რეიტინგის ასამაღლებლად. უკრაინაში იქნება თუ არა საერთოდ ეს, არავინ იცის. ყაზახეთში როგორც ჩანს ხელისუფლება არ შეიცვლება და ტოკაევი დარჩება, თანაც უფრო ნირგატეხილი, რადგან რაც არ უნდა იყოს მან უცხოეთის ჯარი შეიყვანა და დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. მთავარი ის არის რომ ყაზახეთი არ არის ღარიბი ქვეყანა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების მეტნაკლებად განეიტრალება.'' - განაცხადა სოსო ცინცაძემ
სოსო ცინცაძის თქმით ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყოველ წამს უნდა ველოდოთ სიახლეებს და ახალ სიურპრიზებს
,,სიტუაცია ისეთა, რომ ხვალ და ზეგ რა მოხდება არავინ იცის, საყურადღებოა ერთი ფაქტიც, რომ ასეთ რეალობაში, ტოკაევს არსად წამოცდენია რომ ეს პროვოცირებული იყო დასავლეთის მიერ, მართალია მან თქვა, რომ ეს კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული იყო, თქვა რომ ეს თვითონ ყაზახური ელიტის ერთი ნაწილი იყო, ეს მას უფლებას მისცემს საერთოდ გაწმინდოს ნაზარბაევის ხალხისგან ხელისუფლება. ამიტომ ყოველ წამს მოსალოდნელია ახალი სიურპრიზები.'' - განაცხადა სოსო ცინცაძემ
0
0