31/08/2023
17:09
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩვენ ვისმენთ მოქალაქეების აზრს, პრობლემებს და თითოეული მათგანის გზავნილი შედის მიხეილ სააკაშვილთან,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილთან და თელავის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილესთან გიგი გიგიტელაშვილთან ერთად, თელავის ბაზარში მოსახლეობას შეხვდა.
„იცით, რომ დავდივარ მთელი საქართველოს მასშტაბით. მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩვენ ვისმენთ მოქალაქეების აზრს, პრობლემებს და თითოეული მათგანის გზავნილი შედის მიხეილ სააკაშვილთან. მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს კახეთს. იცით, რომ მაშინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ შეიძლებოდა ასე განვითარებულიყო კახეთში ტურიზმი, მიხეილ სააკაშვილს სჯეროდა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიგვეღო ის, რაც დღეს ხდება. მსოფლიომ გაიცნო კახეთი და ღვინის ემბარგოს დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, ყვარელში აიღო მიწა დემონსტრაციულად, სადაც ჩამოჰყავდა მთელი მსოფლიოდან დელეგაციები და მართლაც მთელ მსოფლიოს გააცნო კახეთი. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მოქალაქის აზრი და პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს შემოვივლი თელავს, მოვისმენ ყველას პრობლემას, ყველას აზრს და გზავნილები შევა მიხეილ სააკაშვილთან,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
0
0