04/12/2023
22:17
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ამერიკული ჟურნალის, Time-ის მიხედვით, წლის პიროვნების ტიტულის პრეტენდენტთა სიაშია.
მოკლე სიაში სულ ცხრა ნომინანტია. სიაში არიან ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, პოპ დივა ტეილორ სვიფტი და თოჯინა ბარბი.
პუტინზე ამბობენ, რომ 2023 წელს ვაგნერის ჯგუფის აჯანყების გამო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ პოზიციები გაიძლიერა. Time-მა ის წლის ადამიანად 2007 წელს აღიარა და არაერთხელ შეიყვანა ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.
მოკლე სიაში ასევე მოხვდნენ ჰოლივუდის სცენარისტები და მსახიობები, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი "უპრეცედენტო" მესამე ვადით, მომღერალი ტეილორ სვიფტი რეკორდული შემოსავლით და სემ ალტმანი, რომელიც მოკლე ხნით დატოვა და სწრაფად დაბრუნდა OpenAI-ს ხელმძღვანელის პოსტს..
პრეტენდენტებს შორის არიან ამერიკელი პროკურორები, რომლებიც დევნიან აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ბარბის თოჯინას, რომლის შესახებაც რეკორდული შემოსავლის მქონე ფილმი გადაიღეს, ბრიტანეთის მოქმედი მონარქი ჩარლზ III და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი.
დაზუსტებულია, რომ ჟურნალი გამარჯვებულს ოთხშაბათს გამოავლენს.
2022 წელს Time-მა წლის ადამიანად ვლადიმერ ზელენსკი და „უკრაინული სული" გამოავლინა. ამჯერად კანდიდატთა სიას ორივე აკლია.
წლის ადამიანის არჩევის ტრადიცია - პიროვნების, ჯგუფის ან ფენომენისა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე 12 თვის განმავლობაში - 1927 წლიდან იღებს სათავეს.
0
0