25/07/2023
14:23
საზოგადოება
ჩინური ვიდეოსტრიმინგის აპლიკაცია TikTok-ი თავის მომხმარებლებს „მხოლოდ ტექსტურ პოსტებს“ შესთავაზებს, რადგან სოციალური მედიის გიგანტებს შორის კონკურენცია იზრდება.
ახალი ფუნქცია მომხმარებლებს "საკუთარი თავის ახლებურად გამოხატვის საშუალებას აძლევს". ივნისის დასაწყისში, TikTok-მა ახალი მუსიკალური სერვისიც დაამატა კონკურენტ პლატფორმებზე, როგორიცაა Spotify და Apple Music. ილონ მასკის Twitter-მა კი თავისი ცნობილი ლურჯი ფრინველის ლოგო შავ-თეთრი X-ით შეცვალა.
TikTok-ი მომხმარებლებს აპლიკაციაში სამ ვარიანტს შესთავაზებს - ფოტოების, ვიდეოს ან ტექსტის განთავსებას. ასევე შესაძლებელი გახდება პოსტების მორგება ხმის, მდებარეობის ან დუეტების დამატებით.
„ეს ფუნქციები განაპირობებს იმას, რომ თქვენი ტექსტური პოსტები ისეთივე დინამიური და ინტერაქტიული იყოს, როგორც ნებისმიერი ვიდეო ან ფოტო პოსტი“, - განაცხადა TikTok-ის წარმომადგენელმა.
TikTok-მა, რომელიც ჩინურ ByteDance-ს ფლობს, ახლახან ბრაზილიასა და ინდონეზიაში ახალი მუსიკალური სერვისი TikTok Music-ც გამოუშვა.
გასულ კვირას კომპანიამ ასევე სერვისის Beta-ვერსია გამოუშვა სინგაპურში, მექსიკასა და ავსტრალიაში.
„ეს სერვისი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მოუსმინონ, გააზიარონ და ჩამოტვირთონ ის მუსიკა, რომელსაც ისინი აღმოაჩენენ TikTok-ზე, ასევე გაუზიარონ თავიანთი საყვარელი ტრეკები და შემსრულებლები TikTok-საზოგადოებას“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
0
0