25/04/2026
11:31

აშშ ოფიციალურად აღადგენს სიკვდილით დასჯას დახვრეტის მეთოდით. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გააკეთა.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, სიკვდილით დასჯის განახლების უფრო ფართო ძალისხმევის ფარგლებში, ისინი სიკვდილით დასჯას დახვრეტის
მეთოდით დაუშვებენ და აღადგენენ სიკვდილით დასჯას ლეტალური ინექციის მეთოდით.
თანდართულ ანგარიშში, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენ უმცროსის მიერ სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, "გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა დანაშაულის მსხვერპლებს და, საბოლოო ჯამში, თავად კანონის უზენაესობას".
მან განმარტა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა აღადგინა “პენტობარბიტალის” გამოყენება ფედერალური პატიმრების სიკვდილით დასჯისთვის და ასევე დაამტკიცა სიკვდილით დასჯის დამატებითი მეთოდები, როგორიცაა დახვრეტა.
0
0