The Kyiv Independent: ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, როსტისლავ შურმა, დადანაშაულებულია $3.3 მილიონი დოლარის მითვისებაში
A-
+A

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, როსტისლავ შურმა, დადანაშაულებულია $3.3 მილიონი დოლარის მითვისებაში - წერს The Kyiv Independent.
NABU-ს მტკიცებით, როსტისლავ შურმამ, მისმა ძმამ ოლეგმა და კიდევ შვიდმა ადამიანმა თაღლითური გზით დიდი ოდენობთ სახელმწიფო სახსრები მიითვისეს. თანხები სავარაუდოდ მიღებულია უკრაინაში მოქმედი საეჭვო პროგრამის, თვითაღდგენადი ენერგიის "მწვანე ტარიფის" საშუალებით.
გამოძიების თანახმად, 2019-2020 წლებში, დონეცკის ოლქის საოლქო საბჭოს ყოფილი დეპუტატისა და მისი ძმის ხელში აღმოჩნდა ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ელექტროენერგიის ობიექტები.
ზაპოროჟიეს ოლქის ვასილიევსკის რაიონში ძმებმა ააშენეს 60 მგვტ ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის გაერთიანებულ ელქტროსისტემასა და სადგურს შორის კავშირი გაწყდა, სადგურმა დაზიანება მიიღო, ობიექტის პერსონალი ევაკუირებულ იქნა და საერთოდაც ობიექტი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ობიექტის მეპატრონეები განაგრძობდნენ დენის გენერირების დეკლარაციას წარდგენას და ფულის მიღებას. საერთო ჯამში ქვეყნამ 141.3 მილიონი გრივნის ($3.3 მილიონი დოლარი) ოდენობით ზარალი მიიღო.
შურმა პრეზიდენტის ოფისში 2021-2024 წლებში მუშაობდა. შარშან დეკემბერში შურმა გაანთავისუფლეს "ნაფტოგაზის" სამეთვულყურეო საბჭოდან.
ამ დროისთვის ის და მისი ძმა საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
0
0
59
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%