
აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
დაფინანსების შესახებ განაცხადში მიზნად დასახელებულია „ეროვნული დისკუსიის“ წახალისება იმ „საერთო ცივილიზაციური ღირებულებების“ გარშემო, რომლებიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს უდევს საფუძვლად. პრიორიტეტი მიენიჭებათ პროექტებს, რომლებიც „სიტყვის თავისუფლებისა“ და „შეზღუდული მთავრობის“ იდეალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
აშშ-ის მთავრობა ახლა „ბრიტანულ დემოკრატიაში ჩარევაში“ დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს მოუწოდეს, დარეგისტრირდნენ საგრანტო სქემაში სახელწოდებით - „თავისუფლება კანონის ფარგლებში: ანგლო-ამერიკული საერთო ტრადიცია“.
ლიზა სმარტმა, ლიბერალ-დემოკრატმა პარლამენტარმა და პარტიის წარმომადგენელმა მთავრობის ადმინისტრაციის საკითხებში, განაცხადა:
თავისუფლების დიდ ქარტიას მიზნად ჰქონდა ტირანების უფლებამოსილების შეზღუდვა და იმის დადგენა, რომ კანონის უზენაესობას ყველა ემორჩილება - ანუ იმ პრინციპის, რომლის მიმართაც ტრამპმა არაერთხელ გამოხატა სრული უპატივცემულობა. ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამაყი ტრადიცია გვაქვს და არ გვჭირდება, რომ ტრამპის MAGA-ს ფულის ჩარევა ჩვენს დემოკრატიაში ნამდვილად არ გვჭირდება.
ლონდონში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაფინანსების ინიციატივა მიზნად ისახავს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირების განმტკიცებასა და „საზოგადოებაში იმ კონსტიტუციური პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ნორმების გაგების გაღრმავებას, რომლებიც ორივე ერის საფუძველს წარმოადგენს“.
0
0