27/12/2023
22:36
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ თეზისი იმის თაობაზე, რომ რუსეთს უზარმაზარი დანაკარგები შეაჩერებს, არ შეესაბამება სიმართლეს მარტივი მათემატიკის გამო.
"[დავუშვათ] რუსეთმა 350 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, თუმცა მან დაიპყრო ტერიტორია, სადაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სულ მცირე, 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს [უკრაინული მხარის მონაცემები]. მათგან ნახევარი მამაკაცია. მამაკაცებიდან ნახევარი [დაახლოებით] გასაწვევი ასაკისაა. სულ მცირე, რუსეთმა აინაზღაურა დანაკარგები და ნულზე გავიდა. თუმცა, მან შეიძინა ტერიტორიები, მრეწველობა, რესურსები. [...] ჩვენ კი ეს ხალხი დავკარგეთ", - აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.
"რუსეთის შეჩერებას შეძლებდა არა დანაკარგები, არამედ მისი შეიარაღებული ძალებისთვის წინსვლის შესაძლებლობის ჩამორთმევა. ამისათვის საჭირო იყო სტრატეგიული ფორტიფიკაციული ნაგებობების მსენებლობა ჯერ კიდევ ომამდე, ან თუნდაც ჩრდილოეთიდან ჯარების გაყვანისთანავე. ჩვენი კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომა", - დასძინა მან.
0
0