11/04/2023
21:57
სამხედრო
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის კოდექსს, მათ შორის სავალდებულო გაწვევის ახლებული წესის შემოღების საკითხს ორი დღე იხილავდნენ, სხდომას კი მხოლოდ 3 ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა.
ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, “ნაციონალურ მოძრაობის” რიგებში არის სამვარსკვლავიანი გენერალი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ერთ-ერთი საუკეთესო არტილერისტი და ის არ ესწრებოდა სხდომას.
„ორი დღე ვიხილავდით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის კოდექსს, მათ შორის სავალდებულო გაწვევის ახლებული წესის შემოღების საკითხს. გუშინ დილის 10-დან ღამის 12-მდე გაგრძელდა სხდომა (მე ნახევარს დავესწარი), დღეს 11-დან 3-მდე გავდიოდით მუხლებს და ვკამათობდით. სამი კინკილა ოპოზიციონერი ვმონაწილეობდით ამ სხდომაში და მაგალითად როგორ არ ვთქვა – ნაციონალურ მოძრაობის რიგებში არის სამვარსკვლავიანი გენერალი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ერთ-ერთი საუკეთესო არტილერისტი და ის არ ესწრებოდა სხდომას. ქვეყნის თავდაცვის სისტემა როგორი უნდა იყოს და გაწვევა ვის და როგორ უნდა შეეხოს ამაზე ყველაზე კვალიფიციური ადამიანი არ უნდა მსჯელობდეს? აააა, დამავიწყდა ბოიკოტშია ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, რის ბოიკოტში არიან თავადაც არ იციან აშკარად. ტეხავს ამხანაგო ნაციონალებო, ტეხავს,“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
0
0