თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა
A-
+A

თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასრულების გეგმა გამოაქვეყნა. გეგმის მიღების შემთხვევაში, ომი დაუყოვნებლივ შეწყდება და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
გეგმის ძირითადი პირობები შემდეგია:
- საომარი მოქმედებების შეწყვეტა: თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი მყისიერად დასრულდება, შეჩერდება ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვა.
- ღაზის სტატუსი: ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას.
- მოსახლეობის თავისუფლება: არავინ იქნება იძულებული დატოვოს ღაზა, ხოლო ვისაც წასვლა სურს, შეეძლება ამის გაკეთება და თავისუფლად დაბრუნება.
- ეკონომიკური აღდგენა: შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად.
- მძევლების გათავისუფლება: ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა დარჩენილი მძევალი - ცოცხალი თუ გარდაცვლილი - უნდა დაბრუნდეს.
- პატიმრების გაცვლა: ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს სამუდამო პატიმრობაში მყოფ 250 პატიმარს, ასევე 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებულ 1,700 ღაზის მცხოვრებს.
- მშვიდობიანი თანაარსებობა: აშშ შექმნის დიალოგის ფორმატს ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რათა შეთანხმდნენ მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკურ ჰორიზონტზე.
- საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები: აშშ იმუშავებს არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა შეიქმნას დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა ღაზაში დაუყოვნებლივ განლაგებისთვის.
- ამნისტია „ჰამასის“ წევრებისთვის: „ჰამასის“ ის წევრები, რომლებიც მიიღებენ მშვიდობიანი თანაარსებობის ვალდებულებას და იარაღს დაყრიან, ამნისტიით ისარგებლებენ.
- მმართველობა: „ჰამასი“ და სხვა დაჯგუფებები თანხმდებიან, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ღაზის მმართველობაში, არც პირდაპირი, არც ირიბი ან რაიმე სხვა ფორმით.
- ჰუმანიტარული დახმარება: დახმარების შესვლა და განაწილება გაეროს საშუალებით, ორივე მხარის ჩარევის გარეშე წარიმართება.
0
0
39
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%