28/05/2025
10:08

თეთრმა სახლმა აშშ-ის საელჩოებში სტუდენტური ვიზების გაცემისთვის გასაუბრების დანიშვნა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შესაბამისი განკარგულება მთელ მსოფლიოში ამერიკის საელჩოებს უკვე გადაეგზავნათ.
"პოლიტიკო" აღნიშნავს, რომ სახდეპი დამატებით მითითებებს, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გამოსცემს და ვარაუდობს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები ჩატარდება.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტები სპეციალურად შემოღებული წესებით სამიზნეში ამოიღო. განსაკუთრებით ელიტარული უნივერსიტეტები. ერთ-ერთი მათგანი "ჰარვარდია", რომელსაც "პოლიტიკოს" აზრით, ტრამპი ზედმეტად ლიბერალურად მიიჩნევს და მას კამპუსებში ანტისემიტიზმის გაძლიერებაში ადანაშაულებს.
სტატიაში ნახსენები არიან პრო-პალესტინელი სტუდენტებიც, რომელთა მასობრივი დეპორტაციაც მოხდა.
0
0