13/06/2023
12:33
მსოფლიო
უკრაინის კონტრშეტევის წარმატებაზე თეთრი სახლი ჯერ კომენტარს არ გააკეთებს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ კიევის საქმეა პროგრესზე კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ თავი შევიკავოთ ამ შეტევის შეფასებისგან. შეტევითი მოქმედებები, ბრძოლა მიმდინარეობს. ეს არანაირ კითხვას არ ბადებს. მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა ისაუბროს შეტევების შესახებ და არა ჩვენ. რა თქმა უნდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთი დღე უნდა ისაუბრონ დანაკარგებზე და მიღწევებზე“, - დასძინა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს თავისი ოპერაციების დეტალებს არ უმხელს.
„მათ არ აქვთ ვალდებულება მოგვაწოდონ რაიმე ინფორმაცია ან გვაცნობონ თავიანთი ოპერაციების შესახებ“, - დასძინა კირბიმ.
0
0