
პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას თურქეთისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალვოდა საზღვრის გადაკვეთა.
როგორც კოტრიკაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის სისხლის სამართლის საქმეში.
„ფაქტის შესახებ ვიცი, თავად დამიკავშირდა და მითხრა, თურქეთში ვიმყოფები, მივფრინავდი ბრიუსელში, არ მიშვებენ და თქვენგან ხო არ არის წერილი ან რამე მიმართვა, რომ ჩემი გაფრენის აკრძალვა გქონდეთ მოთხოვნილიო. ვუთხარი, რომ ასეთი მოთხოვნა, რომელიმე საზღვარზე შეაჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არის სისხლის სამართლის საქმეში. ასეთი რაღაც რომ იყოს, მაშინ საზღვრის კვეთაზე თანხმობას რაღა აზრი აქვს, ხომ? თანხმობას აძლევ და შემდეგ სხვა წერილით უკან აბრუნებ. ჩვენი თანხმობით შეუძლია, საზვარი დატოვოს და ეს თანხმობა აქვს. ეს არის პირველი შემთხვევა, არაერთხელ წასულა სხვადასხვა საკითხზე და პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრობლემა შეექმნა“, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.
0
0