
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი თეთრ სახლს პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დატოვებს, ხოლო ანკორიჯს იმავე დღეს, ალასკის დროით – 17:45 საათზე.
„თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს, დილით ადრე დაბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ალასკაში ტრამპ-პუტინის სამიტისთვის დელეგაციის შემადგენლობა.
ამერიკული დელეგაცია: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.
რუსული დელეგაცია: პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, RDIF-ის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
0
0