
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერის გამოქვეყნებას თეთრი სახლი ეხმაურება.
როგორც პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, „დემოკრატებმა ლიბერალურ მედიაში შერჩევითად გაასაჯაროეს ელექტრონული მიმოწერა, რათა შეექმნათ ყალბი ნარატივი პრეზიდენტ ტრამპის დისკრედიტაციისთვის“.
კეროლაინ ლევიტი აღნიშნავს, რომ „ელექტრონულ მიმოწერაში მოხსენიებული „უსახელო მსხვერპლი“ გარდაცვლილი ვიქტორია გიუფრია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მონაწილეობა არ მიუღია რაიმე დანაშაულში და ძალიან მეგობრული იყო მასთან მცირეხნიან ურთიერთობაში“.
„ფაქტად რჩება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გააძევა ჯეფრი ეპშტეინი მისი კლუბიდან ათწლეულების წინ, რადგან ის ამაზრზენად ექცეოდა მის ქალ თანამშრომლებს, მათ შორის გიუფრის. ეს ისტორიები არაფერია, გარდა არაკეთილსინდისიერი მცდელობისა, გადაიტანონ ყურადღება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული მიღწევებიდან. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ამერიკელი ხედავს ამ სიცრუეს და მთავრობის მუშაობის განახლებიდან ყურადღების გადატანის აშკარა მცდელობას“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები.
0
0