
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინის ახალი სამხედრო მხარდაჭერისთვის ფული აღარ არის, ვიდრე მას არ დაამტკიცებს აშშ-ის კონგრესი.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას უსაფრთხოების ბოლო პაკეტი, რისთვისაც გვაქვს სახსრები, ახალი წლის წინ და შობის შემდეგ. და ჩვენ უნდა მივიღოთ კონგრესის მხარდაჭერა, რათა გავაგრძელოთ ამის გაკეთება", - თქვა მან.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კიევის უსაფრთხოების უახლეს პაკეტს, რისთვისაც მისი უფლებამოსილების შესაბამისად იყო ხელმისაწვდომი თანხები.
"ესე იგი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი (პაკეტი), რათა შევძლოთ უკრაინის უსაფრთხოების დამატებით დახმარება" - დასძინა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ ამის შემდეგ, დამატებითი დაფინანსების არარსებობის შემთხვევაში, არ არსებობს სხვა „ჯადოსნური ქოთანი“, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერა შეიძლება მოიძებნოს.
0
0